04:36 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 12:27:51, 1019 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი აშშ-ს ელჩთან ვიზიტზე - საქმიანი სადილზე საუბარი იყო იმაზე, რომ არც ერთმა პარტიამ პარტიული ინტერესი წინ არ უნდა დააყენონ

„ეს იყო საქმიანი სადილი, თან არაოფიციალური და რასაკვირველია, საუბარი იყო იმაზე, რომ არც ერთმა პარტიამ არ უნდა დააყენოს პარტიული ინტერესი წინ“, - ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აშშ-ს ელჩის მოადგილის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას, რომელსაც უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ ფაქტი, რომ ოპოზიცია 100/50-ზრ საარჩევნო სისტემას არ ეთანხმება ბადებს ეჭვს, რომ მათ სურთ დაძაბულობის ესკალაცია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო სატელიტებად მოძრავი პარტიები ახორციელებენ.

„სადილის განმავლობაში რა შეთანხმება უნდა მიეღოთ ან  რა საკითხებზე შეიძლება შეთანხმებულიყვნენ ოპოზიცია და უმრავლესობა, ან პოლიტიკური ჯგუფები. ერთმანეთში ვერ შეთანხმებულან, სადილის პერიოდში რა შეთანხმების მიღწევაზეა საუბარი. იყო საქმინი შეხვედრა, საქმიანი სადილი, თან არაოფიციალური და რასაკვირველია, საუბარი იყო იმაზე, რომ არც ერთმა პარტიამ არ უნდა დააყენოს პარტიული ინტერესი წინ. თუკი 77/73-ზე მისაღებია, 100/50-ზე რატომ არაა მისაღები. პასუხი საეჭვოა, რომ სტრატეგიოული გეგმაა დაძაბულობის ესკალაცია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო სატელიტებად მოძრავი პარტიები ახორციელებენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics