|
2020-02-26 11:51:11, 2054 ნახვა
პოლიტიკა
ჯონათან კაცი - საქართველოს მთავრობისგან აშშ-ს სურს საარჩევნო რეფორმაზე გაცემული საკუთარი დაპირების შესრულება იხილოს
„საქართველოს მთავრობისგან, შეერთებულ შტატებს და საქართველოს პარტნიორებს სურთ იხილონ საარჩევნო რეფორმაზე გაცემული საკუთარი დაპირების შესრულება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა“, - ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, გერმანიის მარშალის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, ჯონათან კაცმა განაცხადა. მან ყურადრება გაამახვილა იმ მძიმე ვითარებაზე, რაც საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდებას მოჰყვა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში კრიტიკული მომენტია და თუ პრობლემა არ გადაწყდება ამას გრძელვადიანი შედეგი მოჰყვება. „ვფიქრობ, ამერიკის მთავრობის და კონგრესის წევრების მხრიდან ნათელი განცხადებები გაკეთდა, სადაც საუბარი იყო შეშფოთების მიზეზებზე, როგორიცაა საარჩევნო რეფორმაზე წინსვლის ნაკლებობა, დაკავებებზე, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულად გამოიყურება, და სასამართლო სისტემის გამოწვევებზე, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თაობაზე. ეს საკითხები რამდენიმე წერილში იყო ხაზგასმული. საქართველოს მთავრობისგან, შეერთებულ შტატებს და საქართველოს პარტნიორებს სურთ იხილონ საარჩევნო რეფორმაზე გაცემული საკუთარი დაპირების შესრულება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა. დღეს ამას არანაირი საზომით არ უჩანს. ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის და მათი სურვილის, რომ დემოკრატიაში იცხოვრონ და მათი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის. ახლა მთავრობაში მყოფი ხალხის და ოპოზიციის ჯერია, რომ დასხდნენ და გამოსავალი იპოვონ. საქართველოსთვის ეს კრიტიკული მომენტია და თუ ეს პრობლემები არ გადაწყდება ამას გრძელვადიანი შედეგები ექნება“, - განაცხადა ჯონათან კაცმა.
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)