|
2020-02-26 11:24:16, 1247 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: მიხარია, რომ ქართველ სტარტაპერებს შორის ქალბატონების რაოდენობა იზრდება
„მთავრობის ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა ავაშენოთ", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ტექნოპარკში 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, როგორც ეკონომიკის მინისტრს და როგორც ქალს, ძალიან ახარებს ქალბატონების რაოდენობა სტარტაპერებს შორის, რადგან ძალიან ბევრი, კრეატიული იდეის სათავეში დგანან ახალგაზრდა, წარმატებული, ქართველი ქალები, რაც ძალიან ლოგიკურია. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2019 წლის ნოემბერში მეოთხედ გამოაცხადა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში საერთო ჯამში 173-მა აპლიკანტმა შეიტანა განაცხადი. კონკურსის ფინალისტები საფინალო ეტაპისთვის სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეულმა ტრენერებმა მოამზადეს. ტრენინგები ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. 24-25 თებერვალს კონკურსანტები უკვე საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარსდგნენ, მათგან 20 სტარტაპი დღეს გამარჯვებულად დასახელდა, თითოეული მათგანი 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს. პროგრამას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის" (GENIE) მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)