03:00 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-25 19:05:23, 1998 ნახვა

საზოგადოება
მარია ზახაროვა - ქართველი ჟურნალისტები თავს დამესხნენ

სერგეი ლავროვის პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ჟენევაში, რუსეთის დელეგაციის და ქართველი ჟურნალისტების შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მარია ზახაროვა შეურაცხმყოფელ მიმართვას საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს, სადაც ქართველ ჟურნალისტებს „ყოველგვარ ღირსება დაკარგულ“ ქალებად მოიხსენიებს.

ზახაროვა ასევე აღნიშნავს, რომ როდესაც ქართველი ჟურნალისტები რუსეთის დელეგაციას თავს დაესხნენ ის და მისი კოლეგა დაშავდნენ.

„ქართველი ჟურნალისტები ჟენევაში, რუსეთის დელეგაციას თავს დაესხნენ. გავლა შეუძლებელი იყო. ყვიროდნენ ხელს გვკრავდნენ, ინტერვიუს ჩასაწერად მინისტრამდე მისვლას ცდილობდნენ . ხელით გაწევა მოგვიწია , ყოველგვარ ღირსება დაკარგული ქალების, რომ გავლა შეგვძლებოდა.  იცით რა უნდოდათ? შეუძლებელია ამის დაჯერება! ერთი კითხვა: ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში. ეს უკვე გონების დაბინდვაა, ამდენად დამოკიდებული გაიხადო თავი სხვა ქვეყნის მთავრობის ჩასვლის ან არჩასვლის გამო, საცოდავი სანახაობა იყო.

მე და ჩემი კოლეგები დავშავდით, მაგრამ შეფი არა. ყველაზე ცუდად, მათზე მათივე საქციელი მეტყველებს, ლავროვს რუსულად უსვამდნენ კითხვებს ხოლო ინგლისურად  მიმართავდნენ დანარჩენებს, იძახდნენ "don't touch me ", რაც სააკაშილის სტილზე მიგვანიშნებს", - წერს მარია ზახაროვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics