|
2020-02-25 16:23:45, 2092 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ჯარისკაცებს - თქვენ ხართ იმ გმირი იუნკერების სამართალმემკვიდრენი, რომლებიც ტაბახმელასა და კოჯორში იბრძოდნენ
საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, გორში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გენერალ კვინიტაძისა და საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და იუნკერებს მიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის სამხედრო საგამოფენო სივრცე გახსნა, სადაც წარმოდგენილია ქართული საბრძოლო იარაღი და აღჭურვილობა. „25 თებერვალი, სწორედ ასეთი იყო ეს დღე 1921 წელს, როცა მტრის არმია თბილისში შემოდიოდა. ეს იყო იმ ღირსეული ბრძოლის დასასრული, სადაც თქვენი წინამორბედები ღირსეულად იბრძოდნენ კოჯორსა და ტაბახმელაში. ის ბრძოლა იმ დღეს დასრულდა, მაგრამ ომი არ დასრულებულა. ეს ომი გაგრძელდა, გაგრძელდა 1921 წლის შემდეგაც, როცა აჯანყება აჯანყებას მოსდევდა, იბრძოდა მთელი ქვეყანა, ყველა რეგიონი. ადამიანები იბრძოდნენ იმისთვის, რომ დამოუკიდებლობის სული არ გამქრალიყო. ომი გაგრძელდა ქვეყნის გარეთაც, რადგან კაპიტულაციაზე ხელი არავის მოუწერია. დამოუკიდებლობის სული იმ ქართულ ემიგრაციაშიც გაგრძელდა, სადაც გენერალი კვინიტაძე, ამ აკადემიის სულისჩამდგმელი და ქართული ჯარის ღირსეული წარმომადგენელი დამოუკიდებლობის სულს ქადაგებდა. ეს ბრძოლა გრძელდებოდა და 25 თებერვალი არ არის დამარცხების დღე, რადგან ამის შემდეგ მოვიდა გამარჯვება - 1991 წელი, როცა აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორც პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრის. გამარჯვებაა ის ფაქტი, რომ დღეს მე იმ ემიგრაციის წარმომადგენელი ვდგავარ თქვენს წინაშე როგორც თქვენი პრეზიდენტი და თქვენ ხართ იმ გმირი იუნკერების სამართალმემკვიდრენი, რომლებიც ტაბახმელასა და კოჯორში იბრძოდნენ. ისინი დღეს თქვენით, საქართველო კი, მათი გმირობით ცოცხლობს და მისი დამოუკიდებლობა უკვდავია. გაუმარჯოს დაღუპულ გმირებს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტმა გორში საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას გენერალ კვინიტაძის მიერ პარიზში გამოცემული მემუარები და კვინიტაძის ქალიშვილის მიერ აბრეშუმზე მოხატვის ტექნიკით შესრულებული ნამუშევარი გადასცა, რომელზეც წმინდა გიორგია გამოსახული.
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)