06:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-25 13:28:59, 1615 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია - ივანიშვილს ბრიყვული ილუზია აქვს, რომ რეპრესიებით პროტესტს დააშინებს და ხელისუფლებას შეინარჩუნებს

„ივანიშვილს ბრიყვული ილუზია აქვს, რომ რეპრესიებით პროტესტს დააშინებს და ხელისუფლებას შეინარჩუნებს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველ პარტიას კომპრომისზე წამოსასვლელად უამრავი შესაძლებლობა ჰქონდა  და გიგი უგულავას დაპატიმრებით მან მოლაპარაკებები ჩაშალა.

"ეს არის გონივრული კომპრომისი იმაზე, რასაც ივანიშვილი დაპირდა საზოგადოებას დაღვრილი სისხლის შემდეგ, მკაფიოდ და რაც არის საზოგადოების დაკვეთა, პროპორციული არჩევნებისა  და მეორე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური რეპრესიების შეჩერება, რომ შედარებით ნორმალურ ატმოსფეროში ჩაიაროს არჩევნებმა, რომელშიც ისინი დამარაცხდებიან და უნდა შეეგუონ მარცხს და თუ არანორმალური ატმოსფერო იქნება, მაშინაც დამარცხდებიან უბრალოდ უფრო დრამატული იქნება მათი მარცხი. პიარი რომ ააგეს მოლაპარაკებისთვის მზადყოფნაზე, ვინ ჭამს მაგას. მოლაპარაკება რომ ნდომოდათ, უამრავი შესაძლებლობა ჰქონდათ გონივრული კომპრომისის და რეპრესიით არ უნდა დაეწყოთ. უგულავა ხომ იმიტომ დაიჭირეს, რომ მოლაპარაკება არ უნდათ და ივანიშვილს ბრიყვული ილუზია აქვს იმის, რომ ხალხის გადაგდების პირობებში რეპრესიებით დააშინებს პროტესტს და შეინარჩუნებს ხელისუფლებას", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics