22:26 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-01 09:19:21, 387 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი ოლიმპიადის გახსნაზე: გარკვეული პროტოკოლის დაცვა იყო საჭირო, რომელიც სამწუხაროდ, ვერ იქნა დაცული

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე მის დაუსწრებლობას პროტოკოლის დარღვევის მიზეზით ხსნის.

როგორც მარგველაშვილმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა, ის ოლიმპიადის დახურვის ღონისძიებას დღესაც არ დაესწრება.

"ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო ამ ძალიან საზეიმო და სასიხარულო ღონიძიებაში მონაწილეობა. რადგან ამ საკითხზე ვსაუბრობთ, მინდა კიდევ ერთხელ აღფრთოვანება გამოვხატო იმ სერიოზული წარმატებით, რაც გვაქვს. რომ ეს თამაშები თბილისში ტარდება, რომ ასე ეფექტურად ჩავატარეთ თამაშები. ასევე იმ სპორტული წარმატებით, რომელიც გვაქვს. განსაკუთრებით მახარებს ჩვენი ძიუდოისტი გოგონების წარმატება. მინდა მივულოცო მათ ეს წარმატება. რაც შეეხება დასწრებას, ბუნებრივია, როგორც მოქალაქე, როგორც ქართველი, ვარ აღტაცებული ამ წარმატებით, მაგრამ როგორც პრეზიდენტს, მე არ შემეძლო პროტოკოლის დარღვევით დავსწრებოდი ამ ღონისძიებას. მე უნდა დავსწრებოდი კონკრეტული პროტოკოლით და კონკრეტული ვალდებულებები გამაჩნია, როგორც პრეზიდენტს. გარკვეული პროტოკოლის დაცვა იყო საჭირო, რომელიც სამწუხაროდ, ვერ იქნა დაცული. მცდელობა იყო, რომ ადეკვატური ფორმით მომხდარიყო პრეზიდენტის ჩართვა ამ პროცესში. ეს მცდელობა იყო ახლახან, დახურვასთან მიმართებაში, თუმცა არ მოხერხდა. მე არ მიმაჩნია, რომ ამ დეტალმა რამენაირად ჩრდილი უნდა მიაყენოს ამ ზეიმს, რომელსაც მე როგორც მოქალაქე აღტაცებით ვუერთდები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეა და გადაადგილებას ვერავინ შეუზღუდავს, თუმცა პროტოკოლი ბევრ კომპონენტს გულისხმობს. ამასთან, წამყვანის კითხვაზე - "მარტივად რომ ვთქვათ, მას, როგორც პრეზიდენტს, როლი არ ჰქონდა, მარგველაშვილმა დადებითი პასუხი გასცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics