2020-02-24 18:19:11, 1816 ნახვა
საზოგადოება
ბაკურიანში, სავარაუდოდ, თხილამურებით სრიალისას 22 წლის გოგო დაიღუპა
ბაკურიანში 22 წლის გოგო სავარაუდოდ, თხილამურებზე სრიალის დროს დაიღუპა.
ცხედარი ახალციხეში, ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, სადაც მას სიკვდილის მიზეზის დასადგენად, სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,