05:19 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 17:20:06, 2360 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილი - ინვესტორთა საბჭო ხელს შეუწყობს „100 საინვესტიციო შეთავაზების" პროექტის განხორციელებას

ინვესტორთა საბჭოს მთავარი ფუნქციაა საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის ხელშეწყობა და მთავრობისთვის რეკომენდაციების წარდგენა ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კუთხით.

ინიციატივა „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პოტენციურ ინვესტორებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბიუროკრატიასთან ურთიერთობას. იმედი გვაქვს, რომ  წინადადებები, რომლებიც გამოითქვა კერძო სექტორიდან, იქნება გათვალისწინებული," - განაცხადა ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა საბჭოს წევრი ბიზნეს ასოციაციებისა და მასში გაერთიანებული კომპანიების წარმომადგენლების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე და წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი.

ნათია თურნავამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ახალი საინვესტიციო პროექტის „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს", რომლის დროსაც საპრივატიზებო აუქციონებში მონაწილე პირებს სთავაზობენ უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარაა მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა. ცოტა ხნის წინ პროექტს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების კომპონენტიც დაემატა - საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და აუქციონზე განთავსდა კომერციულად მიმზიდველი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 100 საბადო. ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზანს წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ახალი ინვესტიციების მოზიდვა.

„ეს ძალიან კარგი წამოწყებაა და ჩვენს მის განხორციელებას მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics