2020-02-24 17:02:19, 2441 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.8079 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 2.8299 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0220 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.0370 ლარი ეღირება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.0571 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0201 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,