|
2020-02-24 16:52:43, 2539 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ბიზნესისთვის საკმაოდ ბევრი ინიციატივა გვაქვს, რომელთა ნაწილიც მათ დღეს გავაცანით
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ინვესტორთა საბჭოსა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" არსებული კომპონენტები და საინვესტიციო შეთავაზებები გააცნო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, ბიზნესთან შეხვედრები პერიოდულად იმართება, თუმცა დღევანდელი შეხვედრა კონკრეტულად პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" განხილვას მიეძღვნა. „საკმაოდ ბევრი ინიციატივა გვაქვს ბიზნესისთვის და ამ მხრივ, ბევრი სალაპარაკოც. მათ შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ინიციატივა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს", რომელიც აქამდე მხოლოდ ქონების პრივატიზებას მოიცავდა და ამ რამდენიმე ხნის წინ გამდიდრდა წიაღის კომპონენტით. ამასთან დაკავშირებით ბევრი სიახლე გვაქვს, რაზეც დღეს ვისაუბრეთ ბიზნესთან, მათ შორის - მიწაზე გამარტივებული წვდომა ინ კომპანიებისთვის, რომელთაც ვალდებულება აქვთ აღებული, რომ არა მარტო მოიპოვონ, არამედ გადაამუშაონ წიაღისეული. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ღირებულება შეიქმნას საქართველოში და რაც შეიძლება ადამიანი დასაქმდეს საქართველოში", - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ. შეხვედრა ინვესტორთა საბჭოს ორგანიზებით შედგა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს" ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე და ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს უფროსი გიორგი ჩერქეზიშვილი.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)