06:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 16:23:15, 1850 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე - არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში ნაპოვნ იარაღს მის ბინასთან კავშირი არ აქვს

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ნაპოვნ ცეცხლსასროლ იარაღს არჩილ თალაკვაძის ბინასთან კავშირი არ აქვს.

მისი თქმით, ერთ-ერთი არხი დილიდან ავრცელებს ინფორმაციას, რომ არჩილ თალაკვაძის ბინაში რაღაც მოხდა, რაც ქართული მედიის დღის წესრიგის შექმნის ბინძური მცდელობაა.

„ჩემთვისაც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ ცეცხლსასროლი იარაღი აღმოჩნდა ერთ-ერთ სადარბაზოში, პარლამენტის თავმჯდომარის ბინის მიმდებარედ, მეზობლად. ერთ-ერთი არხი დილიდან გადმოგვცემს და ეუბნება საზოგადოებას, რომ არჩილ თალაკვაძის ბინაში რაღაც ხდება. ეს არის ჩვენი მედიის ნაწილის დღის წესრიგის შექმნის ძალიან ბინძური მცდელობა, რაც ძალიან სამწუხაროა. გამოძიება თავისას იტყვის, იქ რატომ დააგდო ვიღაცამ იარაღი და ა.შ. ყოველ შემთხვევაში არჩილ თალაკვაძის ოჯახთან და ბინასთან ამას არანაირი შეხება არ ჰქონია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელი კორპუსის პირველ და მეორე სართულებს შორის სპეციალური დაცვის  სამსახურის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა და ამის თაობაზე პოლიციას აცნობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics