|
2020-02-24 14:45:36, 25640 ნახვა
კულტურა
მიხეილ ჩხენკელი: საქართველოს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული კულტურისა და ევროპული ფასეულობების შექმნაში
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის მერმა კახი კალაძემ, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის რანგში ხელი მოაწერეს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის თანამშრომლობა წარიმართება შემდეგი მიმართულებებით: • კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; • ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ჩართულობა ახალი კულტურული მარშრუტების შექმნაში, კულტურული ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში; • საინფორმაციო, მეთოდოლოგიური და სხვა სახის ინფორმაციის გაცვლა; • პარტნიორობა კულტურული ტურიზმის, კულტურული მარშრუტების მიმართულებით საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებაში; • საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება ადგილობრივი კულტურული ტურიზმისა და ადგილობრივი კულტურული მარშრუტების შექმნაში; • ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გადამზადება, ადგილობრივი კულტურული ტურიზმისა და ადგილობრივი კულტურული მარშრუტების მართვის სფეროში. „ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის თანამშრომლობის მემორანდუმი ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით მძლავრი სტიმული იქნება. ჩვენი ქვეყნის სტუმრები შეძლებენ აღმოაჩინონ საქართველო, როგორც უმდიდრესი კულტურისა და დიდებული ისტორიის ქვეყანა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა, კულტურა – ჩვენი მთავარი საგანძურია და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი სტუმრები შეძლებენ თვალნათლივ დაინახონ, რომ საქართველო არა მხოლოდ ევროპის ნაწილია, არამედ ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული კულტურისა და ევროპული ფასეულობების შექმნაში. კულტურული მარშრუტები ევროსაბჭოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული პროგრამაა და მასში გაწევრიანებულია 47 ქვეყანა. ამ პროგრამაში საქართველოს აქტიური ჩართულობა უაღრესად მნიშვნელოვანია და ჭეშმარიტად წინგადადგმული ნაბიჯია ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებასაც, რომ პროგრამას საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს და სამინისტრო შეიმუშავებს სპეციალურ პროექტებს სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის. ეს, რასაკვირველია, მათ კიდევ უფრო გაუღრმავებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ცოდნას და თითოეულ მათგანს სიამაყით აღავსებს. გარდა ამისა, პროგრამა ძალიან დიდ როლს შეასრულებს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. ცნობისთვის, კულტურული მარშრუტები ევროპის საბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც საფუძველი 1987 წელს ჩაეყარა. დღეისათვის ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებულია 38 მარშრუტი. თავად პროგრამაში კი გაერთიანებულია 47 სახელმწიფო. კულტურული მარშრუტების პროგრამა მასობრივი პროექტების განხორციელების გზით ხელს უწყობს მდგრად განვითარებას, აძლიერებს მემკვიდრეობასთან წვდომის დივერსიფიცირებულ ფორმებს. მარშრუტების ქსელში ჩართულია 1600-ზე მეტი ინსტიტუცია, რაც ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ მმართველობებს, ასოციაციებსა თუ სხვადსხვა სოციალურ-ეკონომიკურ სუბიექტებს შორის სინერგიის საშუალებას იძლევა. კულტურული მარშრუტების პროგრამას საქართველოში ეროვნულ დონეზე კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც მისი ხელშეწყობისათვის აქტიურ კამპანიას ახორციელებს. აღნიშნული მემორანდუმიც კულტურული მარშრუტების ქსელის გაფართოებას ემსახურება.
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)