06:06 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 11:58:11, 1117 ნახვა

კომენტარი
კალაძე ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე - რამდენიმე პარტიამ შეხვედრის სურვილი გამოთქვა, მზად ვართ ყველას შევხვდეთ

„რამდენიმე პარტიამ შეხვედრის სურვილი გამოთქვა, ჩვენ მზად ვართ ყველას შევხვდეთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერამა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსი მოკლე დროში არ მიიღწევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება.

 „ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები. ჩვენ, მმართველმა გუნდმა დავადასტურეთ ის და ღიად განვაცხადეთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის. შესავამისად, თუ რა შეთანხმება იქნება და როგორი საარჩევნო სისტემა იქნება, გადაწყვეტილება იქნება მიღებული მას შემდეგ, რაც დიალოგი გაიმართება. თუ ვერანაირი შეთანხმება ვერ მოხერხდა და ვერ მოხდა რაღაც კონსენსუსის მიღწევა, მაშინ, რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო სისტემით. ჩვენი სურვილია, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მოხდეს შეხვედრა, როგორც ყველა ერთად, ასევე ცალკეულ პარტიასთან თუ ექნებათ სურვილი ინდივიდუალურად. რამდენიმე პარტიამ გამოთქვა სურვილი. ჩვენ მზად ვართ ყველას შევხვდეთ. ძალიან მალე უნდა დამთავრდეს საარჩევნო სისტემაზე მსჯელობა და გარკვეული შეთანხმების მიღწევა, რადგან სხვანაირად ცვლილებების განხორციელება გახდება შეუძლებელი”, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics