2020-02-24 11:00:02, 3158 ნახვა
მსოფლიო
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 619-მდე გაიზარდა
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდნეობა მსოფლიო მასშტაბოთ 2 619-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის ინფიცირებულია 79 000-ზე მეტი ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 27 შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვლა 3, ხოლო ინფიცირებულია 152 ადამიანი.
ირანის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევა დაფიქსირდა და 8 ადამიანი გარდაიცვალა.
ლიბანსა და ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.
15-მა ქვეყანამ სამხრეთ კორეასთან საჰაერო მიმოსვლა აკრძალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,