2020-02-22 16:05:07, 2462 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი - ორი წლის წინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს
საქართველოს პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წლისთავს ეხმაურება.
„ორი წლის წინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. დღეს ჩვენი ერი ამ ტრაგიკულ დღეს იხსენებს და საქართველოს გამთლიანების იმედს გამოთქვამს, რათა მსგავსი ტრაგედია არასდროს განმეორდეს“, - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2018 წელს, 22 თებერვალს ახალგორიდან გაიტაცეს. 23 თებერვალს კი, გავრცელდა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ. ქართულ მხარეს ნაწამები ჯარისკაცის ცხედარი, 26 დღის შემდეგ გადმოსცეს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან