|
2020-02-21 18:04:06, 1522 ნახვა
საზოგადოება
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან სოზარ სუბართან და ბიზნესომბუდსმენთან მიხეილ დაუშვილთან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე ვრცლად ისაუბრა. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში სრულად თანხვედრაში იყოს ევროპულთან. ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესების და ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევებს მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ამოქმედდება ახალი რეგულაციები და გამკაცრდება საჯარიმო სანქციები. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოები გადავიდნენ თანამედროვე სტანდარტზე და მათი ფუნქციონირება არ იყოს ზიანის მომტანი გარემოსა და მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია საწარმოებში ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების თვითმონიტორინგის სისტემის, ასევე ფილტრების არსებობა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილის და იური ნოზაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)