|
2020-02-21 17:29:20, 2538 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ტორონტოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტორონტოს უნივერსიტეტის მუნკის სახელობის გლობალური ურთიერთობებისა და საჯარო პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს შესახებ კვლევაზე მუშაობენ. შეხვედრაზე ნათია თურნავამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სხვადასხვა უწყებების მიერ განხორციელებულ იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. მათ შორის, მინისტრმა უცხოელ სტუდენტებს გააცნო ისეთი პროგრამები, როგორიცაა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს," სტარტაპების განვითარებისა და „აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე გრანტების პროგრამები, ასევე პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის," რომელიც უშუალოდ გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის, აგრეთვე თანამშრომლობისა და ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნის მიზნით, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ნათია თურნავამ სტუდენტებთან ასევე დაწვრილებით ისაუბრა საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე, ტურიზმისა და საკურორტო ზონების განვითარებაზე, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებაზე, საქართველოს, როგორც ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბის როლზე, ენერგეტიკული სექტორის განვითარებაზე და სხვა. ტორონტოს უნივერსიტეტის მუნკის სახელობის გლობალური ურთიერთობებისა და საჯარო პოლიტიკის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)