|
2020-02-21 13:27:58, 7226 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
ირაკლი ღარიბაშვილი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ “კრწანისის” ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე აშენდა და კაპიტალურად გარემონტდა შტაბის შენობა, სასწავლო კლასები, ლაზარეთი, ყაზარმები, სასტუმრო და რეკრეაციული ზონა. მიმდინარეობს ბეტონის შიდა გზების დაგება, სკვერების მოწყობა და ტერიტორიის გამწვანება. ასევე, იგეგემება სპორტული ზონის მშენებლობა. ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის “კრწანისის” ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების ახალი სასადილო შენდება, რომელიც 1000 სამხედრო მოსამსახურეს მოემსახურება. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სიმულაციური ცენტრის მშენებლობის დაწყება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. წლის ბოლომდე 200 ყაზარმას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება: „მარტის ბოლომდე 60 ლოკაციაზე ვიქნებით შესული. ჯამში 250 ობიექტი იქნება სრულად გარემონტებული. ჩვენს სამხედროებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ექნებათ და ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი, ნატოს სტანდარტით იქნება მოწყობილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. თავდაცვის მინისტრის განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
The Sun: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, სავარაუდოდ, კომაში ჩავარდა და ჩინეთში ჰოსპიტალიზებულია
Galt & Taggart-მა აჭარის ეკონომიკისა და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა
პენტაგონის ხელმძღვანელმა ისრაელში ნეთანიაჰუსთან საიდუმლო შეხვედრა გამართა - Axios
აშშ უკრაინისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებას აჭიანურებს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)