|
2020-02-20 17:16:44, 1416 ნახვა
ეკონომიკა
ხობის მუნიციპალიტეტში „100 საინვესტიციო შეთავაზების“ ფარგლებში 30-მილიონიანი საწარმო აშენდება
ნიდერლანდური კომპანიის „H.I.P. Trade“ - ის ინვესტიციით დაფუძნებული კომპანია "გლობალ რისაიქლინგ კო" ხობის მუნიციპალიტეტში მეორადი პლასტმასის გადამამუშავებელ საწარმოს განავითარებს. წარმოების პროცესში შეიქმნება პოლიმერული გრანულები, რომლის რეალიზება მოხდება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე. პროექტის გასახორციელებლად კომპანიამ ხობის მუნიციპალიტეტში, აუქციონის ფორმით, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში მიწის ნაკვეთი შეიძინა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 30 მლნ ლარზე მეტია. საწარმოში 500-მდე ადამიანი დასაქმდება. კომპანია ასევე გეგმავს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებასა და პოლიმერების გადამუშავებითა და წარმოებით დაკავებული უცხოური კომპანიების მოზიდვას. შედეგად, ადგილზე შეიქმნება ღირებულებათა სრული ჯაჭვი და ახალი საექსპორტო პროდუქციის წარმოება ამოქმედდება. აღსანიშნავია, რომ პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში გასხვისდა 48774200 ლარის ღირებულების 45 ობიექტი. აღნიშნული პროექტი 2019 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. პროექტის თანახმად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს გამარტივებულ პროცედურას სთავაზობს, რომელიც გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარ არის მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა. აუქციონებზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. პროექტის განხორციელების შედეგად 2500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 200 მლნ ლარი იქნება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)