01:54 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 16:54:20, 2600 ნახვა

რეგიონი
ბათუმში სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად, არდაგანის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

,,ბათუმში წყალმომარაგება-წყალარინების კუთხით მასშტაბური პროექტები ხორციელდება. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს  წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას, რაც უხვი ნალექის დროს ქალაქის დატბორვის რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

პროექტი, რომელიც მოიცავს სანიაღვრე არხებს, სატუმბ სადგურს და ზღვაში ჩამშვებ მილებს 2020 წელს დასრულდება და მისი ღირებულება 13 მლნ ევროა.

ამ ეტაპზე, სატუმბი სადგურის კედლებზე, სვეტებსა და გადახურვის კონსტრუქციაზე ბეტონის დასხმის სამუშაოები ხორციელდება. სატუმბ სადგურში სანიაღვრე წყლების შედინება ჯავახიშვილისა და ნინოშვილის სანიაღვრე არხების საშუალებით მოხდება.

სამუშაოები ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics