10:24 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 16:12:42, 1329 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ინიციატივაზე - პარლამენტი არ არის აღმასრულებელი ორგანო და იქ ანტიკორუფციული კომისიის შექმნა სასაცილოა

„პარლამენტი არ არის აღმასრულებელი ორგანო და ბუნებრივია, იქ ანტიკორუფციული კომისიის შექმნა სასაცილოა“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ინიციატივას.

მისი თქმით, ანტიკორუფციული სამსახური მომავალი ხელისუფლების დროს აუცილებლად შეიქმნება, ამჟამად კი პარლამენტის ხარისხი ნულის დონეზეა.

„პარლამენტი არ არის აღმასრულებელი ორგანო და ბუნებრივია, რომ იქ ანტიკორუფციული კომისიის შექმნა სასაცილოა. პარლამენტის ხარისხი ნულის დონეზეა. ანტიკორუფციული სამსახური კი აუცილებლად შეიქმნება მომავალი ხელისუფლების დროს - სუს-ის ბაზაზე და არა ახლა. სუს-ი აღარ იქნება პოლიტიკური ჟანდარმი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტში ანტიკორუფციული დროებითი კომისიის შექმნას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო ტრამპმა ნორვეგია „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
ლულა და სილვამ ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტი ხელახლა დაიკავა
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics