|
2020-02-20 16:03:33, 1212 ნახვა
ეკონომიკა
ნინო თანდილაშვილმა ეუთოში, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ეუთოში, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. ნინო თანდილაშვილმა საქართველოში გარემოსდაცვითი მმართველობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე მარტივად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს ელექტრონული სისტემის შემუშავება. აღნიშნული ელექტრონული სისტემა შეასრულებს საჯარო პორტალის ფუნქციას და, 2020 წლის ბოლოსთვის, ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის, რაც კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებს. მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე. „გასულ წელს ჩატარდა ცნობიერების ასამაღლებელი და საგანმანათლებლო არაერთი ტრენინგი და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება წელსაც სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ ეუთოს წევრი ქვეყნების დელეგაციები და ექსპერტები, საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)