|
2020-02-20 13:45:49, 1176 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბიზნესგარემოს არსებობა
„შეუძლებელი იქნება სამართლიანი ბიზნესგარემოს არსებობა, თუ ერთ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ბიზნესსუბიექტის დაბეგვრა იქნება განსხვავებული“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც კანონმდებლობის, ისე მისი აღსრულების მიმართულებით. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად ფინანსთა მინისტრმა თამბაქოსა და თამბაქოს პროდუქტების აქციზის გადასახადი დაასახელა. მისი თქმით, გასულ წელს გამოსწორდა ამ მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ხარვეზი და გამარტივდა ადმინისტრირება. „თამბაქოზე აქციზის გადასახადით დაბეგვრის მანამდე არსებული სისტემა თამბაქოს უაქციზოდ რეალიზაციის შესაძლებლობას იძლეოდა. ეს ერთი მხრივ, ამცირებდა ბიუჯეტის შემოსავლებს, ხოლო მეორე მხრივ, არათანაბარ პირობებში აყენებდა მთელ სექტორს. აქციზით დაბეგვრა დამოკიდებული იყო შეფუთვის ოდენობაზე, რაც გასულ წელს განხორციელებული ცვლილებებით გამოსწორდა. ასევე, განსხვავებული აქციზის განაკვეთი არსებობდა სიგარეტის სხვადასხვა სახეობაზე, რაც დიდ დანაკარგს გვაძლევდა აქციზის შემოსავლებში. აქციზის განაკვეთის გათანაბრებამ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადმინისტრირების პროცესი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მისი განცხადებით, ასევე, მნიშვნელოვნად გააქტიურდა ადმინისტრაციული და სამართალდამცავი სტრუქტურების ღონისძიებები, რომელთა მიზანს არალეგალური თამბაქოს ნაწარმის გამოვლენა წარმოადგენდა. „2019 წელს გამოვლენილია უაქციზო სიგარეტის შენახვა/ვაჭრობის 1500-ზე მეტი ფაქტი და ამოღებულია 470 ათასზე მეტი კოლოფი სიგარეტი. ამ ღონისძიებებმა არსებითი შედეგი გამოიღო და გასულ წელს, მხოლოდ თამბაქოს პროდუქციიდან აქციზის სახით მიღებულმა შემოსავლებმა 724 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. მიღწეული შედეგებით ცალსახად შეიძლება ვთქვათ, რომ სახეზეა აქციზის გადასახადის ადმინისტრირების არსებითი გაუმჯობესება და ეს ადასტურებს ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების სისწორეს", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, თამბაქოს სექტორში კვლავ შეინიშნება გარკვეული სირთულეები, განსაკუთრებით, ელექტრო სიგარეტებთან მიმართებით „ჩვენი პირველადი დათვლებით, სახელმწიფო ბიუჯეტი 20 მლნ ლარამდე თანხას კარგავს და ვფიქრობთ, ერთობლივი ღონისძიებებით მივაღწევთ სასურველ შედეგს", - განაცხადა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)