|
2020-02-20 13:29:13, 1233 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: დღგ-ის გადასახადის ადმინისტრირების ნაწილში შევძელით სისტემური გაუმჯობესება
„დღგ-ის გადასახადის ადმინისტრირების ნაწილში შევძელით სისტემური გაუმჯობესება", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. მისი განცხადებით, დაინერგა დეკლარაციების კონტროლის ახალი სისტემა და ყველა დღგ-ის დეკლარაცია, გადის სპეციალურად შემუშავებული კონტროლის სისტემას. ასევე, გაანალიზდა დღგ-ის დეკლარაციის ყველა ის გრაფა, რომლითაც შესაძლებელია საგადასახადო აქტივების წარმოქმნა, თითოეულ მათგანზე დაწესდა დამატებითი კონტროლის მექანიზმი. როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, არსებითად შეიცვალა საგადასახადო და საბაჟო რისკების კრიტერიუმები. რისკების სისტემაში განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები, იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს არაკანონიერი ქმედებების პრევენცია. საბაჟოზე სრულად შეიცვალა იმპორტის დროს საქონლის შემოწმებისა და გადასახადის გადახდის კრიტერიუმები, რამაც მინიმუმამდე დაიყვანა არაკანონიერი აქტივების გამოყენების შესაძლებლობა. გაანალიზდა ცალკეული შეღავათიანი საბაჟო პროცედურები და სრულად გაუქმდა მაღალი რისკის მქონე შეღავათები გადასახადის გადახდის ვადის ნაწილში, რამაც არსებითად შეამცირა დიდი ოდენობით არალეგალური იმპორტის შესაძლებლობა. „სამწუხაროდ, დღგ-ის თაღლითობა მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის. ეს სირთულე, ზოგადად, თან ახლავს ამ გადასახადს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, ყოველწლიურად, 150 მილიარდ ევრომდე საგადასახადო დანაკარგია დღგ-ის სხვადასხვა სქემის გამო. ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები, ცხადად ადასტურებს, რომ ჩვენ მკაცრად მოვახდინეთ რეაგირება არა მხოლოდ ცალკეულ არაკანონიერ ქმედებაზე, არამედ საქმე გვაქვს სისტემურ გაუმჯობესებასთან", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)