|
2020-02-20 12:20:17, 879 ნახვა
კომენტარი
ბოკერია მერაბიშვილზე - არ მახსენდება პოლიტიკოსი, ვინც ამდენი წელი იჯდა ციხეში
„არ მახსენდება პოლიტიკოსი საქართველოს ისტორიაში, რომელიც ამდენი წელი იჯდა ციხეში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის პატიმრობა საქართველოს უახლესი დემოკრატიის ისტორიაში ერთ-ერთი ლაქა იყო. „7 წელი ადამიანი ციხეში იჯდა და მის ნაცვლად მე არ ვისაუბრებ. მან უნდა თქვას ეს ყველაფერი. უბრალოდ მიხარია, რომ ამხელა სასჯელის შემდეგ, ერთკაციან კამერაში 7 წელი მჯდომი პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლებულია. ჩემი მეგობარია. ამას რომ თავი დავანებოთ, ეს ისტორიაც არის ერთ-ერთი ლაქა ჩვენი უახლესი დემოკრატიის ისტორიაში, რომ ასეთი რამ მოხდა. სწორედ ამიტომ ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების გზით მშვიდობიანად უნდა დასრულდეს, რომ ამგვარი ამბები არასდროს აღარ მოხდეს საქართველოში, რომ პოლიტიკური დაკვეთით ვინმე იჯდეს ციხეში და პოლიტიკური ამოცანით ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში იყოს გამოკეტილი მარტო საკანში 7 წელიწადი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ დაუსჯელები თუ ვინმე დანაშაულს ჩაიდენს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილმა კანონის უზენაესობა კი არ დაამკვიდრა, არამედ დაამკვიდრა პოლიტიკური რეპრესიები იმ ხალხის მიმართ, ვინც აღიზიანებდა ან პოლიტიკურ საფრთხეს უქმნიდა. მერაბიშვილი იყო ასე. აღიშნულის გათვალისწინებით, გარდა იმისა, რომ პერსონალურად მიხარია ის, რომ ამდენი ხნის შემდეგ მერაბიშვილი თავისუფალია, ეს გათავისუფლებაც უნდა იყოს სიმბოლო იმის, რომ თუ ივანიშვილს არჩევნებში მშვიდობიანად დავამარცხებთ, ჩვენ არაფერი მსგავსი არასდროს უნდა გავაკეთოთ. 7 წელი იჯდა და 5 წუთით ადრე გამოუშვეს, ჩვენ დაგვაგვიანდა. დანარჩენზე თავად ვანომ უნდა ისაუბროს. ივანიშვილი ისეთ ისტერიკასა და აგონიაშია, რომ არაფერს გამოვრიცხავ. იმედი მაქვს, რომ ამას ვერ შეძლებს. 8 წელი იჯდა სამარტოო საკანში. არ მახსენდება პოლიტიკოსი საქართველოს ისტორიაში (საბჭოთა კავშირს არ ვგულისხმობ), რომელიც ამდენი წელი იჯდა ციხეში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა, ე.წ. „მატროსოვის“ ციხე თითქმის 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დატოვა. მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. 2011 წლის 26 მაისში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ბრალი წარუდგინეს. 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამნაშვედ სცნო და პატიმრობა შეუფარდა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)