|
2015-07-31 16:18:10, 468 ნახვა
საზოგადოება
ნუგზარ სურმანიძე შუბნისა და ოლადაურის თემების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების საქმიანობას გაეცნო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელ ტარიელ ებრალიძესთან ერთად, შუახევის მუნიციპალიტეტის შუბნისა და ოლადაურის თემების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების საქმიანობას გაეცნენ. აჭარის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, მინისტრის შუახევის მუნიციპალიტეტში ვიზიტის მიზანს ექიმების საქმიანობასა და მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების დროულად მიწოდების საკითხებში პრობლემების გამოვლენა წარმოადგენდა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ნუგზარ სურმანიძე როგორც მედიკოსებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა უხუცესმა მინისტრს პრობლემად მედიკამენტების შეძენა დაუსახელა. ნუგზარ სურმანიძემ მას განუმარტა, რომ სამინისტრომ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას თხოვნით მიმართა, 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნას სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის აბულატორიული მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების შესაძენად წლის განმავლობაში 200 ლარის გამოყოფა, რაც მცირე შემოსავლიანი მოსახლეობისათვის დიდი დახმარება იქნება. შეხვედრაზე ნუგზარ სურმანიძემ იმ სიახლეზეც ისაუბრა, რომელის ამოქმედებასაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2016 წელს გეგმავს. მინისტრის განმარტებით მომავალ წელს იგეგმება სრულად დაიფაროს 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების, ასაკით პენსიონერების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება, დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო მორიგ შეხვედრას ხულოს მუნიციპალიტეტში გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)