08:15 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 17:58:35, 1862 ნახვა

სამართალი
ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

13-17 თებერვალს,  საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი”, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტორს შემოსავლების სამსახურმა განუცხადა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ბარგის, ხელბარგისა და ფიზიკური   დათვალიერების შედეგად, ფსიქოტროპული  (2 კაფსულა) და ნარკოტიკული (126 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 261-ე მუხლების 1-ლი ნაწილებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics