07:44 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 16:19:30, 1654 ნახვა

კომენტარი
გიორგი კანდელაკი - „ქართულ ოცნებას“ საბჭოთა კავშირის ჰიმნი „ზედ აკვდება“

„საბჭოთა კავშირის ჰიმნი „ქართულ ოცნებას“, როგორც იტყვიან „ზედ აკვდება““, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მისი განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნება“ სავსეა კომუნისტური პერიოდის მოღვაწეებით.

„საკუთარი თავის მოსულელება „ქართულ ოცნებას“ ხან კარგად გამოსდის, ხან ცუდად. ამჯერად ცუდად გამოუვიდა, საბჭოთა კავშირის ჰიმნი „ქართულ ოცნებას“, როგორც იტყვიან „ზედ აკვდება“. „ქართული ოცნება“ სავსეა კომუნისტური პერიოდის მოღვაწეებით. მაგალითად, ბატონი ვოლსკი იყო, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის, ცეკას ინსტრუქტორი. „ქართული ოცნება“ წარმოადგენს, თავისი არსით და ბუნებით, კომუნისტურ, ნომენკლატურულ რევანშს „ვარდების რევოლუციის“ ფასეულობების წინააღმდეგ. ამიტომ იყო ზედგამოჭრილი საბჭოთა კავშირის ჰიმნი, საბჭოთა კავშირის სიმბოლოებიც და საბჭოთა სულისკვეთებაც „ქართული ოცნებისთვის“. მერაბ კოსტავა რომ ციხეში იჯდა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის, ბატონი ვოლსკი, ბატონი კოპალიანი და არაერთი ბატონი „ქართული ოცნების“ რიგებში მყოფი და ივანიშვილის კარზე დღეს დაწინაურებული იბრძოდნენ  საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენდა, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics