16:53 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 15:04:48, 418 ნახვა

პოლიტიკა
მანანა კობახიძე: პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე დაძლევს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანან კობახიძის განცხადებით, პარლამენტი „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტზე, პრეზიდენტის ვეტოზე სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე იმსჯელებს.

მისივე თქმით, კანონმდებლობა, დეპუტატებს არ ავალდებულებს, რომ რიგგარეშე სხდომა არდადეგების პერიოდში მოიწვიონ.

„სამწუხაროა, რომ ვეტოს დაძლევის წინაშე კიდევ ვდგებით. თუმცა, ამას დავძლევთ. პრეზიდენტსაც აქვს ინფორმაცია, რომ უმრავლესობას აქვს იმის რესურსი და ძალა, ეს ვეტო დაძლიოს. ამიტომ, მე არ მესმის, ეს ვეტო ვეტოსთვის რა საჭიროა.  პარლამენტი რა თქმა უნდა მხარს დაუჭერს იმ კანონს, რომელიც ჩვენ მივიღეთ და მიგვაჩნია, რომ არის სწორი და შესაბამისი ევროკავშირის ძირითად ხაზთან. ეს კანონი არის პარლამენტის მხრიდან მიღებული, მხარდაჭერილი, პარლამენტი თავად გადაწყვეტს როდის დაძლიოს ვეტო.  რადგან არდადეგების პერიოდში ვართ, სავარაუდოდ ეს იქნება საშემოდგომო სესიაზე,  პირველივე დღეს ან პირველივე კვირას, ამას ჩვენ აღარ გადავდებთ, არც არის ამის საფუძველი. ჩვენ არ გვავალდებულებს პირდაპირ კანონი, რომ რიგგარეშე სხდომა მოვიწვიოთ არდადეგების პერიოდში. ეს ჩვენი უფლებაა. ამ უფლებით ვისარგებლებთ თუ არა, ეს პარლამენტზეა დამოკიდებული და არა პრეზიდენტზე“, - აღნიშნა კობახიძემ. 

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს.

კერძოდ, იქმნება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება. განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებისა და მისი ხელმძღვანელის არჩევის წესებს. ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics