|
2020-02-19 14:20:48, 1352 ნახვა
ეკონომიკა
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებამ „ვენდის“ რესტორნებს მეტი ერთგული მომხმარებელი შესძინა. „მარშესთან“, „თოლიასთან“, „სმარტთან“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ყოველდღიურად ახალი პურით, ხორცით და სხვა ადგილობრივი წარმოების პროდუტებით შექმნილი „ქართული გემო“ “ვენდის“ მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვისოლ ჯგუფმა“ 2015 წლის დეკემბერს გააჟღერა და ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით მალევე ჩაანაცვლა. შესაბამისად, ამერიკული რესტორნები საქართველოში ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით დამზადებულ უგემრიელეს კერძებს სთავაზობს. "ვენდის" გენერალური დირექტორის გიორგი მშვილდაძის განცხადებით, ""ვენდისა" და "დანკინის" რესტორნებში იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლება საქართველოში წარმოებული პროდუქტით არ ყოფილა მარტივი და მოკლევადიანი პროცესი. დასაწყის ეტაპზე ამერიკელ ექსპერტებთან ერთად დავიწყეთ მუშაობა ადგილობრივ მეწარმეებთან და საბოლოო ჯამში, სამ წლიანი მუშაობის შედეგად, მოვახდინეთ რამდენიმე საწარმოს სერტიფიცირება. შესაბამისად, შევიძინეთ არა მხოლოდ მაღალკვალიფიციური ბიზნეს პარტნიორები მაღალტექნოლოგიური საწარმებით „მარშეს“, „სმარტის“ და „თოლიას“ სახით, არამედ უფრო მეტად კმაყოფილი ერთგული მომხმარებელი, რომლისთვისაც „ვენდისში“ ადგილობრივი მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით მიღებული „ქართული გემო“ უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივით და ეროვნული წარმოების ხელშეწყობით „ვისოლ ჯგუფს“ საკუთარი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკის განვითარებაშიც“. „მარშე“ 2012 წლიდან თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ხარისხის პროდუქტებს აწარმოებს, რადგან კომპანიისთვის ხარისხი ნომერ პირველი პრიორიტეტია. „მარშეს“ ნებისმიერი ნედლეული თუ მზა პროდუქტი სტანდარტების შესაბამის ლაბორატორიულ შემოწმებას წარმოების ყველა ეტაპზე გადის. კომპანიის მიზანია, ინოვაცური და პროფესიონალური მიდგომებით აწარმოოს საუკეთესო ხარისხითა და გემოვნებით გამორჩეული პროდუქტები. „თოლია“ 1997 წლიდან უზიარებს ბედნიერებას მთელ საქართველოს, რადგან კომპანიის თქმით ნაყინი არის ბედნიერება, რომელსაც თუ არ ეძიებ, ის თავად გიპოვის და ცხოვრებას გაგილამაზებს. საქართველოში “ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება 2013 წელს დაიწყო. და დღესდღეობით „ვენდის“ 13 რესტორანია ყველასათვის საყვარელი თავშეყრის ადგილი მთელი საქართვეოს მასშტაბით, სადაც შესვლის პირველივე ნაბიჯიდან გრძნობენ, რომ „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)