09:13 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 12:40:14, 1773 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი - ვინ სად მოაწყობს პერფორმანსს, ვერ გავაკონტროლებთ და არც არის საჭირო

„ვინ გამოვა და მოაწყობს აქციას ყველაფერს ვერ გაააკონტროლებ და არც არის საჭირო“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მიერ გამართულ აქციას.

ვოლსკის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პერფორმანსებმა ქვეყანა უბედურებამდე მიიყვანა.

„არსებობს საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულება იმის მიმართ, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ სახის გამოვლინება ამა თუ იმ ფორმატით, ხან პერფორმანსით და სამწუხაროდ, ადრე უკვე რეალიზებული თავისი პოლიტიკით, რამაც უბედურებამდე მიგვიყვანა. ვინ და გამოვა და ვინ საწინააღმდეგო პერფორმანსს, აქციას მოაწყობს ამას ყველაფერს ვერ გააკონტროლებ და მეორეც, არც არის საჭირო“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ „ევროპულ საქართველოს“ ოფისთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენები არჩილ თალაკვაძის პარლამენტში გამოსვლისას ელენე ხოშტარიას მიერ საბჭითა ჰიმნის გაშვებას აპროტესტებდნენ. ისინი მოითხოვდნენ „ეკა ხოფერიას გადადგომას’’.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics