|
2020-02-18 16:45:51, 2024 ნახვა
ეკონომიკა
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მონაწილეობას თურქეთში ევროპის საავიაციო ფორუმში მიიღებს
19-21 თებერვალს, თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში ევროპის ყოველწლიური საავიაციო ფორუმი CONNECT 2020 გაიმართება. რიგით მე-17 ფორუმში 50 ქვეყნის 65 ავიაკომპანიისა და 260 აეროპორტის 650 ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოდან ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ იქნება წარმოდგენილი. სამდღიანი ფორუმის ფარგლებში 2600 შეხვედრა და 19 გამოფენა გაიმართება. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ,,ფორუმის ფარგლებში შევხვდებით პირველ რიგში, ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ჩვენს აეროპორტებში ოპერირებენ. ასევე, ევროპის წამყვან სხვა ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს. გვექნება პრეზენტაციები საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და საქართველოს ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ", - განაცხადა თამარ არჩუაძემ. CONNECT - მასშტაბური საერთაშორისო დონის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იმართება. 2018 წლის თებერვალში, რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძელი საქართველო იყო. #Connect2018 საავიაციო ფორუმი თბილისში ჩატარდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)