|
2015-07-31 14:00:41, 812 ნახვა
საზოგადოება
ინგოროყვას კლინიკა: ზედოზირების მონაცემებთან დაკავშირებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, არასწორი კომუნიკაციის გამო მოხდა
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა ფსიქოტროპული მედიკამენტების ინტოქსიკაციით, კლინიკებში მიმართვიანობის გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც კლინიკის განცხადებაშია აღნიშნული, არასწორი კომუნიკაციის გამო, შემთხვევათა საერთო რაოდენობა აღქმული იქნა, როგორც მხოლოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების ზედოზირების შემთხვევები და საზოგადოება შეცდომაში შევიდა. ამასთან, კლინიკაში განმარტავენ, რომ ბოლო თვეში ინტოქსიკაციის შემთხვევების საერთო რაოდენობიდან, ფსიქოტროპული მედიკამენტებით ინტოქსიკაციის 16 შემთხვევა დაფიქსირდა. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვინდა, კიდევ ერთხელ დამატებით დავაზუსტოთ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ფსიქოტროპული მედიკამენტების ზედოზირების შემთხვევების მონაცემებთან დაკავშირებით. ჩვენი კლინიკის მიერ მიწოდებული შემთხვევათა რაოდენობა მოიცავდა ყველა სახის ინტოქსიკაციის შემთხვევებს საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის (ICD 10) მიხედვით, რომელიც ყველა ტიპის ინტოქსიკაციას აერთიანებს T96/T65 კოდის მიხედვით – სამკურნალწამლო საშუალებებით, მედიკამენტებითა და ბიოლოგიური ნივთიერებებით გამოწვეული მოწამვლის შედეგები / სხვა და დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი და მოიცავს საკვებისმიერ, ალკოჰოლურ, მედიკამენტოზურ და სხვა სახის ინტოქსიკაციებს. სამწუხაროდ, არასწორი კომუნიკაციის გამო, შემთხვევათა საერთო რაოდენობა აღქმული იქნა, როგორც მხოლოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების ზედოზირების შემთხვევები და საზოგადოება შეცდომაში შევიდა. ამასთანავე ავღნიშნავთ, რომ კლინიკა შემთხვევების სტატისტიკურ აღრიცხვიანობას აწარმოებს მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციის (ICD 10) მიხედვით და შემთხვევების დამატებითი დეტალური ჩაშლა განხორციელდა ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ და ინტოქსიკაციის შემთხვევების საერთო რაოდენობიდან ფსიქოტროპული მედიკამენტებით ინტოქსიკაციის 16 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ყველა მათგანი ბინაზე გაეწერა გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში",-ნათქვამია განცხადებაში. კლინიკა, ასევე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრის გუშინდელ განცხადებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მხოლოდ და მხოლოდ ციფრობრივი უზუსტობის გამო მოხდა, რაც კომუნიკაციის ხარვეზით იყო გამოწვეული. "გამოვრიცხავთ ინფორმაციის გავრცელების რაიმე სხვა მიზანს. მიგვაჩნია, რომ მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. ჩვენი კლინიკა არის თითქმის ყველა სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი. მათ შორისაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ რეფორმაა და ჩვენი ექიმები სრულად ჩართულები არიან რათა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსახლეობამ მიიღოს მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურეობა. ექიმების მთავარი ამოცანაა პაციენტს გაუწიონ დროული და სათანადო მომსახურება და მათთვის მეორე ხარისხოვანია პრესისთვის ისეთი ციფრობრივი მონაცემების დეტალიზება, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში. კლინიკის ადმინისტრაცია გრძნობს პასუხისმგებლობას შექმნილი სიტუაციის გამო და იმედს გამოვთქვამთ, რომ საზოგადოება გაითვალისწინებს ექიმების დატვირთულ რეჟიმს და გაგებით მოეკიდება აღნიშნულ ციფრობრივ უზუსტობას",-ნათქვამია ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის განცხადებაში. ამასთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სს „კ.ერისთავის სახელობის ეპსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ ცნობას აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრში, 2015 წლის ივნისის და ივლისის თვეში, ფსიქოტროპული მედიკამენტებით ინტოქსიკაციის 17 შემთხვევაა დაფიქსირებული. პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა არც ერთ შემთხვევაში არ გამხდარა საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)