10:23 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-18 12:53:57, 2009 ნახვა

კომენტარი
ბოკერია - რა მდგომარეობაში უნდა იყო, რომ შენი შერჩეული პროკურორის მოყვანის გერიდებოდეს

 „მართლა რა მდგომარეობაში უნდა იყო, რომ შენი შერჩეული პროკურორის მოყვანის გერიდებოდეს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიმა განაცხადა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება, მათი ეროვნული ამოცანაა.

 „სანამ ეს სამარცხვინო კაცი მართავს ქვეყანას, მანამ მართლა სიმბოლურია, რომ საზოგადოების შეურაცხმყოფელი არჩევანი „ხორავას ქუჩის“ ტრაგედიის შემდეგ გადამდგარი კაცი, არ და ვერ მოჰყავთ პარლამენტში, რომ დაამტკიცონ. მართლა რა მდგომარეობაში უნდა იყო, რომ შენი შერჩეული პროკურორის მოყვანის გერიდებოდეს, აღარ გინდოდეს. ესაა მაგალითი, რომ ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება არჩევნებში ჩვენი ეროვნული ამოცანაა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ დეპუტატები ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, მოსმენისა და პარლამენტში მისვლის გარეშე კენჭს უყრიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო ტრამპმა ნორვეგია „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
ლულა და სილვამ ბრაზილიის პრეზიდენტის პოსტი ხელახლა დაიკავა
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics