|
2015-07-31 13:19:37, 460 ნახვა
პოლიტიკა
მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებულ კანონპროექტს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტში დღის ბოლომდე გადააგზავნის
ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებულ კანონპროექტს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტში დღის ბოლომდე გადააგზავნის. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცადა, პარლამენტი უფლებამოსილია, პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევა სთხოვოს და ვეტოს საკითხი განიხილოს. "რაც შეეხება თავად ვეტოს დაძლევის საკითხს, ვეტო ნამდვილად არაა არც კონსტიტუციონალიზმის თეორიაში, არც პრაქტიკასა და სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში კონფრონტაციისა და დაპირისპირების ინსტრუმენტად მიჩნეული. ეს არის ხელისუფლების დაბალანსებისა და უკეთესი საკანონმდებლო პროდუქტის, უკეთესი ხარისხის კანონების მიღების ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი",-აღნიშმა გიორგი კვერენჩხილაძემ. რაც შეეხება არსებული კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების საკითხს, კვერენჩხილაძის განმარტებით, შემდგომი გადაწყვეტილებები საპარლამენტო მოსმენების შედეგების შემდეგ იქნება მიღებული. "დღეს არის შეთავაზებული პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. შესაბამისად, ამ საკითხის განხილვის შემდეგ იქნება შემდგომი გადაწყვეტილებები მიღებული. ეს მათი პოლიტიკური ნება და უფლებამოსილებაა. იქნება განხილვები საპარლამენტო კომიტეტებში, ასევე პლენარულ სხდომაზეც. ახლა არის საპარლამენტო არდადეგები. პარლამენტი უფლებამოსილია, სთხოვოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევა და სხდომაზე ვეტოს საკითხი განიხილოს. შესაბამისად, ახლა იქნება ეს საკითხი განხილული, თუ საშემოდგომო სესიაზე, პარლამენტის გადასაწყვეტია",-განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)