|
2020-02-17 13:20:12, 1771 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ITB Berlin-ზე მასპინძლის სტატუსის მოპოვება აღიარებაა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სწრაფად მზარდი ქვეყანაა
„საქართველო ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა გახდა, ძალიან დიდი მოვლენაა როგორც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიისთვის, ასევე საქართველოსთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. პრეზენტაცია 2022 წელს ბერლინში გაასამართ ITB Berlin-ის გამოფენა-ბაზრობას მიეძღვნა, რომლის მასპინძელ ქვეყნად საქართველო ცოტა ხნის წინ კონკურსის შედეგად დასახელდა. პრეზენტაცია სპეციალურად ტურიზმის სექტორისთვის გაიმართა. „მასპინძლის სტატუსის მოპოვება ITB Berlin-ზე პირველ რიგში იმის აღიარებაა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, სწრაფად მზარდი, საინტერესო, მიმზიდველი, ახალი და იმავდროულად ძალიან ძველი ტრადიციებით დახუნძლული ტურისტული ბაზარი, სადაც ბოლო რამდენიმე წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ 9 300 000 ვიზიტორს, ანუ სამჯერ მეტ ვიზიტორს ვემსახურებით, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობაა. ეს რა თქმა უნდა, ასევე თქვენი ძალისხმევის აღიარებაა, რადგან ჩვენი ტურისტული ინდუსტრია, კერძო კომპანიები, პასუხობთ ყველაზე მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს და რაც მთავარია, ხართ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტები და ყველა ახალი იდეის მიმართ გახსნილები", - აღნიშნა ნათია თურნავამ. საქართველომ გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ITB Berlin-ის ოფიციალური დასტური მიიღო, რომლის მიხედვითაც 2022 წელს საქართველო მსოფლიოს მასშტაბით, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გერმანიაში, ბერლინში წარდგება. გერმიანიაში, ITB Berlin-ის გამოფენა-გაყიდვას ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება. ITB Berlin წლიდან წლამდე მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. სამი დღის განმავლობაში გამოფენას 5 ათასზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)