16:53 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 12:21:51, 437 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: არგუმენტები, თუ რატომ უნდა შევცვალოთ ეროვნული ბანკი, ნაკლებად ისმის

არგუმენტები, თუ რატომ უნდა შევცვალოთ ეს ერთერთი უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტი - ეროვნული ბანკი, ნაკლებად ისმის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი საერთაშორისო ექსპერტიზის თვალსაზრისით, მაღალ შეფასებას იმსახურებს.

„თქვენთვის ცნობილია, რომ 2015 წლის 22 ივლისს ხელმოსაწრედ პარლამენტიდან მოვიდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფას. ამ პროცესში, რომელიც მიმიდნარეობდა ამ კანონპროექტის განხილვის ირგვლივ, ჩვენ ვიყავით ძალიან აქტიურნი და საზოგადოებას ღიად ვუზიარებდით ჩვენს პოზიციას. ჩვენი კრიტიკის საგანი იყო, როგორც პროცესის ნაჩქარეობა, ასევე დეტალები, რომელიც იყო დაკავშირებული კონსულტაციებთან, ასევე შინაარსი არსებული კანონპრეოქტისა. პირველ რიგში, ჩვენ ყურადღებას და კრიტიკას იწვევდა ის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საკონსტიტუციო ინსტიტუტზე, ეროვნულ ბანკზე, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ ვსაუბრობთ ამ ინსტიტუტის ცვლილებაზე იმ მომენტში, როდესაც კონკრეტულად საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო ექსპერტიზის თვალსაზრისით, იმსახურებს მაღალ შეფასებას, ხოლო არგუმენტები, რატომ უნდა შევცვალოთ ეს ერთერთი უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტი, ნაკლებად ისმის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა, ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებაზე, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს.

„სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობაზე და მათი გაფრთხილების საჭიროებაზე, მათ როლზე დემოკრატიულ სისტემაში, ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია აქცენტი და ბუნებრივია, ამ პროცესშიც აქტიურად ვაკეთებდით კომენტარს ამ მიმართულებით. ამავდროულად, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა, შეიძლება გავლენა მოახდინოს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებაზე. ჩვენ აგრეთვე ვსაუბრობდით იმაზე, რომ ცვლილებების შედეგად, კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქცია, რომ ეროვნული ბანკისა და ფინანსური სექტორის ეფექტური განვითარებას ხელი შეუწყოს, შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. გამომდინარე ყოველივე ამ წინაპირობიდან, მე გადავწყვიტე, რომ ამ კანონპროექტს და თანამდელ კანონპრეოქტებს, რომელიც არის პაკეტის სახით შემოსული, დავადო ვეტო“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო.

კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს.

კერძოდ, იქმნება საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება. განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებისა და მისი ხელმძღვანელის არჩევის წესებს. ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics