08:02 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 10:48:21, 784 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ქალაქ რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებითვის მართვის გეგმა შემუშავდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, სამოქალაქო მოძრაობის „ვიგუდებით“ და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან ერთად, აქტიურად მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების და ცვლილებების განხორციელების მიმართულებით, რაც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი წინაპირობაა. ჩვენი მიზანია,  მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროპის გარემოსდაცვით პოლიტიკას; შესაბამისად,  კომპანიები უნდა იყვნენ პასუხისმგებლიანი. ამ მიმართულებით ჩვენ უკომპრომისო მიდგომა გვაქვს“, -  განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა პასუხისმგებელი და დაინტერესებული მხარის ჩართულობით საკითხის განხილვა და ხაზი სამოქალაქო აქტივობის მნიშვნელობას გაუსვა.

შეხვედრაზე, ევროპული პრაქტიკის საუკეთესო მაგალითებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის და სამრეწველო სექტორის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების კონტროლის შედეგები.

აღინიშნა, რომ, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ქალაქ რუსთავის ჰაერის მართვის გეგმა შემუშავდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს  ქალაქში ატმოსფერული ჰაერის ხარისხს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics