09:15 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-15 12:58:47, 2473 ნახვა

კომენტარი
„ბლუმბერგის“ ჟურნალისტი თალაკვაძეს - ერთადერთი, ვინც ჩემს სტატიაში ფულს იხდის, ეს ის გამოცემაა, სადაც ვმუშაობ

„ბლუმბერგში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, ილაი ლეიკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ბრალდებას, რომ მას სტატიაში გადაუხადეს, პასუხობს და ამბობს, რომ ერთადერთი, ვინც მას სტატიაში ფულს უხდის  „ბლუმბერგია“.

ამის შესახებ  „ბლუმბერგის“ ჟურნალისტმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა.

ლეიკი აღნიშნავს, რომ თალაკვაძის ბრალდება, იმასთან დაკავშირებით, რომ თუ სტატიაში ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებ ე.ი ამაში ფულს გიხდია, არასერიოზულია.

 „ეს სავსებით მცდარია, ერთადერთი, ვინც ჩემს სტატიაში ფულს მიხდის Bloomberg-ია, სადაც მე ვმუშაობ. არასერიოზულია მოსაზრება, რომ ყველა, ვინც ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს, ამაში ფულს უნდა იღებდეს. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი, კონგრესის წევრები, "ფრიდომ ჰაუსი" და სხვა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები დიდი შეთქმულების ნაწილი არიან“, - განუცხადა ლეიკმა „ამერიკის ხმას“.

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის შემცველი სტატია „ბლუმბერგმა“ გუშინ გამოაქვეყნა. სტატიაში ლეიკი „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტური კომპანია „ჰოგან ლოველსის“ დაქირავებაზე წერდა, რომლის მომსახურებაც პარტიას თვეში 75,000 დოლარი დაუჯდება. ავტორის თქმით, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის „უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის აქტი“ (FARA) აჩვენებს, რომ კონტრაქტი კომპანიას 2021 წლის იანვრამდე განესაზღვრა და მთლიანობაში ის ამ მომსახურებაში 900,000 დოლარს მიიღებს.

ლეიკის სტატიას გუშინ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  სტატია დასპონსორებულია. ეს კი იქიდანაც ჩანს, რომ Bloomberg-ს არც ერთხელ არ გაუშუქებია, რომ პარტია „ქართული ოცნება - დამოკრატიული საქართველოს“ თავჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდზე მეტი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროექტებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics