|
2020-02-15 12:26:11, 2713 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ - კალაძის დაპირება, რომ „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტა ბიუჯეტს არაფერი დაუჯდებოდა, წინასაარჩევნო ტყუილია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოსახლეობას პირდებოდა, რომ „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტა ბიუჯეტს არც ერთი თეთრი არ დაუჯდებოდა, რაც მორიგი წინასაარჩევნო ტყუილია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ირმა ნადირაშვილმა და ლევან თარხნიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი განცხადებით, გუშინ მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ კომპენსაციის სახით 4 მილიონ 300 ათასი დოლარი გადაუხადა და ამით შეწყვიტა მათ შორის სასამართლო დავა. „შეგახსენებთ, რომ სასამართლო დავა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც მერია კომპანიას თბილისში პარკირების სივრცეების მოწყობა-მომსახურების კონტრაქტი შეუწყვიტა. პოლიტიკური მოძრაობა „ევროპული საქართველო“ ყურადღებას ამახვილებს ამ მოვლენის რამოდენიმე ასპექტზე: პირველი - მერიამ ბიუჯეტიდან გადაიხადა 12 მილიონი ლარი, რაც საადვოკატო მომსახურეობასთან და სასამართლო დანახარჯებთან ერთად კონტრაქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს (25 მლნ ლარი) თითქმის ნახევარს შეადგენს. 2017 წლის არჩევნების დროს თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე მოსახლეობას პირდებოდა, რომ კონტრაქტის გაწყვეტა ბიუჯეტს არ დაუჯდებოდა არც ერთი თეთრი. ქართული ოცნების მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი და არაკომპეტენტურობა. მეორე - კახი კალაძე მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ პარკირების სამსახურის მუნიციპალურ საკუთრებაში გადასვლით მოსახლეობა მიიღებდა გაუმჯობესებულ სერვისს. კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება. მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის განმავლობაში მხოლოდ პარკირების გადასახადის სახით 50 მილიონი ლარზე მეტი შევიდა ბიუჯეტში მერიას არ აუშენებია/მოუწყია არც ერთი ახალი პარკირების ადგილი, არ განუხორციელებია რეფორმა და არ გაუუმჯობესებია მომსახურება. თბილისის მოსახლეობისათვის და მისი სტუმრებისავის, როგორი მოუხერხებელი და პრობლემურიც იყო ავტომობილის პარკირება მანამდე ისეთივეა დღეს. ფაქტობრივად გამოვიდა, რომ კახი კალაძემ თავისი პოპულისტური და არაკომპეტენტური ახირების გამო ბიუჯეტის ხარჯზე მოაწყო მორიგი კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდე თბილისის მერიაში. არაკომპეტენტურობა, ნეპოტიზმი და კორუფცია ეს არის ქართული ოცნების მმართველობის სამარკო ნიშნები, რომლის ფასსაც თვითოეული ჩვენი მოქალაქე იხდის. სწორედ ამიტომ წერტილი უნდა დაესვას მათ ხელისუფლებას და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების გზას“, - განაცხადეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა.
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
|
რედაქტორის რჩევით
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)