2020-02-14 17:15:34, 3077 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.8718 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 2.8741 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.1127 ლარი ეღირება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.1270 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0143 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,