01:09 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 12:12:33, 334 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრას კოტე კუბლაშვილიც ესწრება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით,  იუსტიციის  უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვდება.

შეხვედრას, რომელიც ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს, უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე  და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ესწრება. როგორ მან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენთან დღეს მხლოდ  იმ კრიტერიუმებზე ისაუბრებენ, რომლის მიხედვითაც  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა შეფასდეს.

კოტე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კეთილსინდისიერი და  კვალიფიციური უნდა იყოს.

"დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც უნდა შეფასდეს კანდიდატი, რომელიც შემდეგ წარედგინება პარლამენტს პრეზიდენტის მიერ. პირველი და ყველაზე მთავარი, აქ არის კეთილსინდისიერება  და მეორე კვალიფიკაცია იმ სფეროში, რაშიც ის მოღვაწეობს. ეს ორი მთავარი პრინციპი იქნება,  ჩემი აზრით,  ასარჩევად და დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია. ვფიქრობ, პრეზიდენტი სწორედ ამ კრიტერიუმებს გაითვალისწინებს,  როდესაც თავის რჩეულს წარმოადგენს.
მე ვერც ერთ დასახელებულ კანდიდატზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.  პირადად არ ვაპირებ დღეს კონკრეტულ გვარებზე ვისაუბრო. მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს, რომ ასე ღიად,  იუსტიციციის უმაღლეს საბჭოსთან შეხვედრა ისურვა",-განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის, ლევან მურუსიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან დღეს მხოლოდ  მოსაზრებებს გაცვლიან. მურუსიძის თქმით, კარგი იქნება, თუ გიორგი მარგველაშვილისა  და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ხედვები ერთმანეთს დაემთხვევა.

"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე  ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო  ჩვენი სისტემისთვის, არამედ მთელი ქვეყნისათვის, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია პორეზიდენტთან შეხვედრა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი  კვალიფიციური და ღირსეული უნდა იყოს. ჩვენ გავცვლით მოსაზრებებს. საბოლო გადაწყვეტილება პრეზიდენტზეა. მოხარული ვიქნებით თუ ხედვები რაღაც ნაწილში მაინც დაემთხვევა ერთმანეთს. გარკვეულ კანდიდატურებზე ვფიქრობთ, მაგრამ  პრეზიდენტთან დღევანდელინ შეხვედრა  ზოგადი ხასიათის იქნება",-განაცხადა ლევან მურუსიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics