|
2020-02-14 15:40:27, 1138 ნახვა
საზოგადოება
თბილისში 1649 პირი უსახლკაროა, სტატუსის მაძიებელთა რიცხვი - მზარდი, გადაწყვეტილებები - დაგვიანებული
„თბილისში 1649 პირი უსახლკაროა, სტატუსის მაძიებელთა რიცხვი - მზარდი, გადაწყვეტილებები - დაგვიანებული“, - ამის შესახებ კვლევას „ახალგაზრდა ადვოკატები“ აქვეყნებენ. მათივე ცნობით, საბიუჯეტო მაჩვენებლებით, „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა პროგრამის ფარგლებში“, მოქალაქეებისთვის გათვალისიწნებულია 6 727 000 ლარი. „2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, უსახლკარო სტატუსი 1649 პირს მიენიჭა. უნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაცია და თავშესაფრით/საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხორციელდება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გათვალისწინებული „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, რაც შეადგენს 1 314 800 (ერთი მილიონ სამას თოთხმეტი ათას რვაასი) ლარს, ხოლო ამავე საბიუჯეტო მაჩვენებლებით, „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა პროგრამის ფარგლებში“, გათვალისიწნებულია 6 727 000 (ერთი შვიდი მილიონ შვიდასოცდაშვიდი) ლარი, რაც წარმოადგენს ქ. თბილისის 10 მუნიციპალიტეტზე გადანაწილებულ ფინანსურ მაჩვენებელს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-14 დადგენილებით დამტკიცებული წესი განსაზღვრავს პირის/ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფრით/საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს. შესაბამისად, აღნიშნული წესის თანახმად, უსახლკარო პირის/ოჯახის სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე. აღსანიშნავია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 1 თავშესაფარი, რომელიც მდებარეობს ლილოს დასახლებაში. ასევე, მუნიციპალიტეტის საზღვრებში ფუნქციონირებს 3 სოციალური საცხოვრისი. ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, რომელიც საჭიროებს დახმარებას, მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობებს“, - ვკითხულობთ „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაში. ცნობისთვის, ორგანიზაციამ საკითხზე ინფორმაციის მიღებისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 2020 წლის 17 იანვარს მიმართა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)