|
2020-02-14 12:22:50, 1119 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი - ლობისტურ ჯგუფებთან ვთანამშრომლობთ არა პარტიული, არამედ სახელმწიფოს ინტერესებისთვის
„ჩვენ ლობისტურ ჯგუფებს ვქირაობთ და მათთან ვთანამშრომლობთ არა პარტიული ინტერესებისთვის, არამედ პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესებისთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ლობისტურ ჯგუფებთან მმართველი გუნდის თანამშრომლობის საკითხს. მისი თქმით, ის ლობისტური ჯგუფები, რომლებიც ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა, სახელმწიფოს იმიჯის ნაცვლად პარტიულ ინტერესებზე ზრუნავდნენ. „ლობისტური საქმიანობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვეულებრივი დემოკრატიის შემადგენელი კომპონენტია. შესაბამისად, ეს მხოლოდ მისასალმებელია. მაშინ როდესაც, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე და საუბარი იმაზე, რომ მათ მაქსიმალურად ობიექტური, ზუსტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ჩვენ გვეყოლება ლობისტური ჯგუფები, რომლებიც ჩვენ დაგვეხმარებიან კონკრეტული ინფორმაციების ზუსტად და ობიექტურად მიწოდებაში. მთავარია რომ ლობისტური ჯგუფები, რომლებიც ჰყავდა და ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ დღესაც, მათი ხელისუფლების პირობებში ეს ლობისტური ჯგუფები სახელმწიფოს იმიჯზე და ინტერესებზე კი არ ზრუნავდნენ, ზრუნავდნენ პარტიულ ინტერესებზე. ჩვენ ლობისტურ ჯგუფებს ვქირაობთ და მათთან ვთანამშრომლობთ არა პარტიული ინტერესებისთვის, არამედ პირველ რიგში სახელმწიფოს ინტერესებისთვის და სახელმწიფოს ბიუჯეტი ხმარდება სახელმწიფოს ინტერესებს და არა პარტიულ ინტერესებს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანია „დი სი აი გრუპთან“ კონტრაქტი გააფორმა. ლობისტური კომპანია „ქართულ ოცნებას“ ლობირებას გაუწევს, როგორც სანდო პარტნიორს დემოკრატიის საკითხში.
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
ქართველი ებრაელი ქალი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ტერორისტების ისტორიულ სასამართლო პროცესებს უხელმძღვანელებს
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო, ტრამპმა ნორვეგიას „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)