|
2015-07-31 09:35:46, 539 ნახვა
საზოგადოება
ოსურმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას მოსავლის აღებაში დაბრკოლებები არ შეუქმნას
სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 57-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა ზაფხულის სეზონზე სარწყავი სისტემის მუშაობის საკითხი იყო. კერძოდ, მხარეებმა იმსჯელეს ზონკარის წყალსაცავზე არსებულ ვითარებაზე და ტირიფონის არხზე ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო სამუშაოებზე. შედგა შეთანხმება, რომ აღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად კომუნიკაცია გაგრძელდება. ოსურმა მხარემ, ასევე, გამოთქვა მზადყოფნა, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას მოსავლის აღებაში დაბრკოლებები არ შეუქმნას. შეხვედრაზე, ასევე, განხილული იყო 24 ივნისიდან 30 ივლისის ჩათვლით მომხდარი ინციდენტები, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების, ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხები. დღესვე ოსური მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ცხინვალის საპატიმროდან გაათავისუფლეს საქართველოს მოქალაქე გ. გეგელაშვილი, რომელიც 10 წლიან სასჯელს იხდიდა. გეგელაშვილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს. ამასთან, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა პროტესტი გამყოფ ხაზზე მავთულხართის გავლებისა და ამ პროცესის შედეგად მიმდებარე სოფლების მოსალეობისთვის შექმნილი პრობლემების გამო. ერგნეთში მორიგი - 58-ე შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)