|
2020-02-14 12:07:25, 1084 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე ლავროვის შესაძლო ვიზიტზე: ეს იქნება საზოგადოების სრულიად ლეგიტიმური და უმწვავესი პროტესტის საფუძველი
„ეს იქნება საზოგადოების სრულიად ლეგიტიმური და უმწვავესი პროტესტის საფუძველი“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველოში რუსეთიდან იმ პოლიტიკოსების მოსალოდნელ ვიზიტს, რომელთაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, „კურიერთან“ საუბრისას. მისი თქმით, როდესაც საუბარია ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე, დიალოგის წარმოება მტერთანაც შესაძლებელია, თუმცა ყველაფერს თავისი ფორმა გააჩნია. „დიალოგი შეიძლება აწარმოო მტერთანაც, როდესაც საუბარია შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე, ოღონდ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, ფორმატი და წითელი ხაზები. ლავროვს შეიძლება ვესაუბროთ ჟენევაში საქართველოს ინტერესების დასაცავად, მაგრამ ამ ადამიანის ჩამოყვანა თბილისში და მისი მასპინძლობა, იმ ადამიანის, ვინც უკვე წლებია ანგრევს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და მუშაობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი აღიარებული იქნას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, მიგვაჩნია, რომ არის მიუღებელი და ეს იქნება საზოგადოების სრულიად ლეგიტიმური და უმწვავესი პროტესტის საფუძველი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 14-15 მაისს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვდრას უმასპინძლებს. მინისტერიალზე ევროპის საბჭოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უნდა ჩამოვიდნენ. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანაა რუსეთი. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)