16:53 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 20:23:57, 356 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებას და გაძლიერებას.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას, რასაც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შეუწყო ხელი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მეგობრულ ურთიერთობებზე მეტყველებს ისიც, რომ წელს საქართველოს ჩინეთიდან არაერთი მაღალი დონის დელეგაცია სტუმრობდა, მათ შორის - ვიცე-სპიკერი და მთავრობის წევრები.

შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.

მხარეებმა ისაუბრეს ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის ინიციატივასა და აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა და რომელსაც თბილისი 15-16 ოქტომბერს უმასპინძლებს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს. დელეგაციის ხელმძღვანელმა ბაიენქოლუმ საქართველოს მთავრობის მეთაურს სპეციალურად მისთვის დამზადებული ნამუშევარი - „ცხენები“ გადასცა, რომელზეც ჩინურად ირაკლი ღარიბაშვილის გვარი წერია. სტუმრის განმარტებით, ცხენი ჩინეთში წარმატების სიმბოლოა და ამ საჩუქრით იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარმატებულ საქმიანობას უსურვებს. ჩინური დელეგაციის ხელმძღვანელმა კი საქართველოს მთავრობის მეთაურისგან საჩუქრად ქართულ მინანქარში შესრულებული ნამუშევარი მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics