|
2020-02-13 10:35:43, 1651 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე კონგრესმენების კრიტიკაზე - ამერიკული ინვესტიციები საქართველოში დაცულია
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო აგრძელებს თავისი დემოკრატიის და ინსტიტუტების გაძლიერებას, ასევე, ამერიკული ინვესტიციები საქართველოში არის დაცული“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კონგრესმენების კრიტიკას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას აშშ-ში აქვს დიდი მხარდაჭერა და ბევრი მიმართულებით საქართველოს მიმართ ინტერესი, ოპტიმიზმი და ნდობა - მაღალია. „რაც შეეხება კონგრესმენების მიერ დასმულ კითხვებს, რაც ასევე მათ წერილებში იყო ასახული, გვქონდა დეტალური საუბარი თითოეულ საკითხთან დაკავშირებით და მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო აგრძელებს თავისი დემოკრატიის და ინსტიტუტების გაძლიერებას, ასევე, ამერიკული ინვესტიციები საქართველოში არის დაცული. ამას ადასტურებს ბოლო მნიშვნელოვანი საინვესტიციო გადაწყვეტილებები, მათ შორის ამერიკული კორპორაცია „Trammo"-ს მსხვილი ინვესტიცია ბათუმის პორტში. მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენს ამერიკელ კოლეგებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რა მოდელიც არ უნდა იყოს შერჩეული, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, თავისუფლად და გამჭვირვალედ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, გუშინ აშშ-ს კონგრესმენმა, ენდი ვებერმა საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას მორიგი კრიტიკული წერილი მისწერა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოში აშშ-ს ინვესტიციები შემცირებულია და სახელმწიფო ინსტიტუტებზე კონტროლი დაუსაბუთებლად ხორციელდება.
თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს ₾1 025 719-ის მიწის ნაკვეთებს – 13 პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით მცხეთაში მულტიფუნქციური ტურისტული და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)