|
2020-02-13 10:24:09, 1191 ნახვა
პოლიტიკა
სტრასბურგში კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის ვიზიტი გრძელდება
ფაქტების შემსწავლელი მისია, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და ექნება სრული შესაძლებლობა დეტალურად შეისწავლოს გიგი უგულავას საქმე - ასეთი შეთავაზება მიიღეს ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ლიდერებისგან სტრასბურგში გამართულ შეხვედრებზე. პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებს ანტონიო ტაიანის, კატი პირის, სერგეი სტანიშევს და მარინა კალიურანდს შეხვდნენ. მათ მადლობა გადაუხადეს ევროპარლამენტის წარმომადგენლებს მხარდაჭერის და მჭიდრო თანამშრომლობისთვის. "დღეს არაერთი შეხვედრა გვქონდა, სადაც განვიხილეთ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. საუბარი იყო ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. დაისვა კითხვები გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რაზეც მათ მიიღეს პასუხები და ასევე შეთავაზება - შეიქმნას ფაქტების შემსწავლელი მისია. მათ შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ადგილზე გაეცნობა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არსებულ მასალებს, რათა დარწმუნდნენ იმაში, რომ საქმე გვაქვს მძიმე დანაშაულთან",- განაცხადა კახა კალაძემ. „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას, ასევე შიდა პოლიტიკურ პროცესებს. „ჩვენ შევთავაზეთ შეიქმნას სპეციალური ფაქტების შემსწავლელი მისია, რომელიც ჩამოვა საქართველოში და დეტალურად გაეცნობა ამ საქმეს. არის ასეთი პრაქტიკა ევროპულ პარლამენტში, ამასთან დაკავშირებით გვაქვს დადებით გამოხმაურება. იმედი გვაქვს, რომ მისია უახლოეს მომავალში ჩამოვა და გაეცნობა საქმის როგორც შინაარსს, ისე პროცედურულ მხარეს და დადგინდება სიმართლე, რაც ყველამ ისედაც ვიცით - ეს არის 48 მილიონის გაფლანგვის საქმე. ჩვენი კოლეგები დარწმუნდებიან რომ 48 მილიონი გაიფლანგა და იმაშიც ბუნებრივია, დაგვეთანხმებიან, რომ ეს არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ისაუბრეს ასევე დიალოგზე, რომელიც უკავშირდება საარჩევნო სისტემას. „ჩვენ გვაქვს წარდგენილი კონკრეტული ინიციატივა - 100-50-ზე. ეს არ არის მერკანტილური გარიგებისკენ მიმართული ინიციატივა, ეს არის ერთადერთი ვერსია, რომლის გარშემოც არის შესაძლებელი 113 ხმის მოგროვება და რომელიც უზრუნველყოფს უფრო მეტად პროპორციული მანდატების განაწილებას საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენი ვერსია რჩება შეთავაზებად და იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია ამ შეთავაზებას დათანხმდება“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)